ოკუპირებული აფხაზეთი გაერო-სგან დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსს ითხოვს.
რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ გაერო-ს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, მიმართვა გაუგზავნა.
შეტყობინება აფხაზეთისთვის „დამკვირვებლის სტატუსის“ მინიჭებას უკავშირდება, რომელიც შეზღუდული სახით, გაეროს გენერალური ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას გულისხმობს.
მიმართვა რუსეთის გაერო-ს ასოციაციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალექსეი ბორისოვის შუამავლობით გაიგზავნა, რომელთა შეხვედრაც მოსკოვში, 9 თებერვალს გაიმართა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press