Foto

გაერთიანებულმა სამეფომ და შეერთებულმა შტატებმა, უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიეს

გაერთიანებულმა სამეფომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, უკრაინას მორიგი სამხედრო დახმარება გაუწია.

ეს აღნიშნული, აშშ-სგან რუსეთ-უკრაინას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის ფონზე მეცხრედ გაწეული სამხედრო დახმარებაა. ამბის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აშშ-მა უკრაინას 80 ტონა ვაზნა, ხოლო გაერთიანებულმა სამეფომ კი, სხვადასხვა სახის აღჭურვილობა, მათ შორის ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები, გაუგზავნა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ვიაჩესლავ შაპოვალოვის განცხადებით, უკრაინა პარტნიორების მხარდაჭერას აფასებს.