წინა ხელისუფლების პირობებში 1 ლარად ხდებოდა სახელმწიფო ქონების გადაცემა დედიკოებზე, მამიკოებზე, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოჯახის წევრისთვის სწავლის დაფინანსება იმ მოტივით, რომ ნიჭიერია ბიუჯეტის ძარცვაა.
"წინა ხელისუფლების პირობებში ხშირად გვახსოვს ფაქტები, როდესაც ერთ ლარად ხდებოდა სახელმწიფო ქონებების გადაცემა დედიკოებზე, მამიკოებზე, ხდებოდა საკუთარი ოჯახის წევრების სწავლის დაფინანსება იმ მოტივით, რომ ნიჭიერები არიან.
ოთხი შვილი მყავს, ოთხივე ძალიან ნიჭიერია. საზოგადოების მხრიდან როგორი დამოკიდებულება იქნებოდა, რომ ბიუჯეტიდან ფული ავიღო და ჩემი შვილების სწავლა დავაფინანსო, ეს ნორმალურია? გვახსოვს შემთხვევები, საჩუქრები კონკრეტული მეგობარი გოგონებისთვის და ა.შ. ეს იყო ძალიან მძიმე თემა, როდესაც ხდებოდა ბიუჯეტის ძარცვა პირადი დაკმაყოფილებების მიზნით", – განაცხადა კახა კალაძემ.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press