უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კიევში ტერაქტის მომზადებაში ბრალდებული დააკავა. დაკავებული ბელარუსის სახელმწიფო სტრუქტურების მიერ დაკომპლექტებული ადგილობრივი მცხოვრები აღმოჩნდა.
პოლიციამ ბოროტმოქმედი მაშინ დააკავა, როდესაც ის ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებასთან ავტომობილის დაწვას გეგმავდა.
საგამოძიებო მოქმედებების დროს დადგინდა რომ დაკავებული ასევე მონაწილეობდა მედიის წარმომადგენლებს და უცხო ქვეყნების მოქალაქეების დაშინებაში.
უკრაინის სპეცსამსახურებმა ასევე გამოავლინეს, რომ დაკავებული დაკავშირებულია უცხოქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და მიტინგების ორგანიზატორებთან. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებულის მიზანს წარმოადგენდა ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაცია, აგროვებდა ინფორმაციას უკრაინელი სამხედროების შესახებ, რომლებიც უკრაინის საზღვრისპირა რეგიონებში იმყოფებოდნენ.
SBU-ს გამომძიებლების მიერ დაწყებული სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში, საქმე აღიძრა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 258 მუხლით.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press