Foto

სალომე ზურაბიშვილი - საზოგადოების მოთხოვნებს პარლამენტში მივიტან და ვიქნებით ერთიანი მომთხოვნი ძალა

„საზოგადოების მოთხოვნებს პარლამენტში მივიტან და აქ ვიქნებით არა მხოლოდ მთქმელი, არამედ ერთი მომთხოვნი ძალა“, - ამის შესახებ ობელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული თანხმობის პროცესის პირველ საჯარო განხილვაზე განაცხადა.

მისი თქმით, იგი მზადაა, შექმნას დოკუმენტი, რომელიც ეროვნული თანხმობის პროცესის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იქნება.

„როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, მზად ვარ შეიქმნას ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იქნება. საზოგადოების მოთხოვნებს პოლიტიკურ პარტიებამდე და პარლამენტში მივიტან და აქ ვიქნებით ერთად, არა მხოლოდ მთქმელი, არამედ ერთი მომთხოვნი ძალა. ამ პროცესზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩემზეა და ამას ვიღებ სრულიად“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.