Foto

იენს სტოლტენბერგი - შავი ზღვა NATO-სთვის სასიცოცხლო სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონია, სადაც მოკავშირე ზღვისპირა პარტნიორები - უკრაინა და საქართველო გვყავს

„შავი ზღვა NATO-სთვის სასიცოცხლო სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონია, სადაც სამი მოკავშირე ზღვისპირა სახელმწიფო და ასევე, ჩვენი მჭიდრო პარტნიორები – უკრაინა და საქართველო გვყავს“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ალიანსი ყველა მოკავშირეს თანაბრად დაიცავს და არ იარსებებს „პირველი ან მეორე კლასის“ წევრები.

„შავი ზღვა NATO-სთვის სასიცოცხლო სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონია.
ადგილზე, NATO-ს სამი მოკავშირე ზღვისპირა სახელმწიფო და ასევე, ჩვენი მჭიდრო პარტნიორები – უკრაინა და საქართველო გვყავს.  შესაბამისად, რეგიონში უსაფრთხოებას NATO-სთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მოწოდებული ვართ დიალოგისა და პოლიტიკური გადაწყვეტისთვის, მაგრამ NATO ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავა. ყველა ქვეყანას აქვს უფლება, საკუთარი გზა თავად აირჩიოს. ჩვენ მოკავშირეს დავიცავთ და არ იარსებებს პირველი ან მეორე კლასის წევრები. არსებობენ მხოლოდ NATO-ს მოკავშირეები, როგორც ერთნი“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.