„2 ღამის წინ, სატვირთოთი მოვიდნენ და ყველაფერი დაარბიეს. ეს ჩვენი მიწიდან ქურდობის მეხუთე შემთხვევაა“, - ამის შესახებ თელავში მცხოვრები უცხოელი წყვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
მათი თქმით, მძარცველებმა 4800 ლარის ოდენობის მავთულები, ბეტონი და კამერა მოიპარეს.
„ფეისბუკ“ პოსტში აღნიშნულია ისიც, რომ დაზარალებულებმა ძარცვასთან დკავშირებით, ხუთიდან 3 შემთხვევის შესახებ პოლიციასაც აცნობეს.
„2 ღამის წინ, ჩვენი მიწიდან ყველაფერი მოიპარეს. მე ავსტრალიიდან ვარ და ჩემი ცოლი ტაილანდიდანაა. ვცხოვრობთ თელავში. ჩვენი ოცნება იყო ამ მიწაზე აგვეშენებინა პატარა საყვარელი სახლი, დაგვეპატიჟებინა ხალხი სუფთა ჰაერზე, კარგ საჭმელზე და ლამაზი თელავის დასათვალიერებლად, რომელიც ძალიან შეგვიყვარდა. მაგრამ, 2 ღამის წინ, ხალხი მოვიდა სატვირთო მანქანით, ავიდნენ და მოიპარეს ჩვენი უსაფრთხოების კამერა, სანამ ვიდეოს ვნახავდით, შემდეგ ღობე აიღეს და ყველაფერი დაარბიეს მიწაზე... ჩვენ უბრალოდ, მშვიდად ცხოვრება გვინდოდა და თელავის, ოდნავ უფრო მეტად პოპულარიზაცია, თუმცა ეს უკვე, ჩვენი მიწიდან ქურდობის მეხუთე შემთხვევაა... 4800 ლარია მოპარული ნივთების საერთო ღირებულება...“, - აღნიშნულია „ფეისბუკ“ პოსტში.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press