ქართველი კინოოპერატორი და საქართველოს სახალხო არტისტი, ლომერ ახვლედიანი გარდაიცვალა.
იგი 1934 წლის 2 ოქტომბერს თბილისში, დაიბადა. 1958 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი; 1975 წელს კი მოსკოვის კინოს ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი. 1957 წლიდან მუშაობდა ტელეფილმების სტუდიასა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დამდგმელ ოპერატორად. 1978 წელს დაჯილდოვდა კაიროს საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზით. ასევე, იგი 1979 წელს, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.
ლომარ ახვლედიანი კინემატოგრაფისტთა კონფედერაციის წევრი და საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის წევრი იყო.
მას ისეთი ფილმები გადაიღო, როგორებიცაა: „ქვევრი“, „სამკაული სატრფოსათვის“, „აურზაური სალხინეთში“, „მზე შემოდგომისა“, „მშობლიურო ჩემო მიწავ!“, „ნატვრის ხე“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „დონ-კიხოტი“, „ბესამე“, „ექსპრეს-ინფორმაცია“ და სხვა.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ბელგიასა და მ...
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით რუსთაველის ერო...
დღეს, 10 ნოემბერს გელათის რეაბილიტაციის კო...
1-ელ ოქტომბერს, Starring Georgia-ს ფარგლებში, ს...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილ...
Mana press