ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში მცხოვრებ ამერიკელ მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიის დასატოვებლად 48 საათი მისცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გარდა შტატებისა, საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, იაპონია, სამხრეთ კორეა, დანია, ისრაელი, ესტონეთი და ნორვეგია მოუწოდებენ. რაც შეეხება ლატვიას, ქვეყანამ არსებული ვითარება უსაფრთხოებისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი უწოდა.
აღნიშნული ქვეყნები საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის რაც შეიძლება სწრაფად დატოვებას ურჩევენ, ხოლო მათ, ვინც ქვეყანაში დარჩენას გადაწყვეტენ, მოუწოდებენ, თავი შეიკავონ უკრაინის შიგნით გადაადგილებისგან.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press