დადასტურებულია: რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციების პაკეტი მზად არის, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან საუბრის შემდეგ, სოციალურ ქსელში დაწერა.
დმიტრო კულებამ ევროკავშირს მტკიცე პოზიციისთვის, უკრაინის მხარდაჭერისთვისა და გადამწყვეტი მოქმედებებისთვის მზადყოფნისთვის მადლობა გადაუხადა.
„მქონდა საუბარი ჯოზეფ ბორელთან, რომელიც კონცენტრირებული იყო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მიმდინარე ვითარებაზე. დადასტურებულია: რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციების პაკეტი მზად არის. ევროკავშირი დამატებით ძალისხმევას გამოიყენებს უკრაინის პოლიტიკური, ფინანსური მხარდაჭერისთვის. მადლობელი ვარ მტკიცე პოზიციისთვის, გადამწყვეტი მოქმედებებისთვის მზადყოფნისთვის“, – ნათქვამია დმიტრო კულებას განცხადებაში.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press