რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლებმა უკრაინის დატოვება დაიწყეს, - ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ წყარომ განუცხადა.
„უკრაინის მოქალაქეების განცხადებების მიხედვით, რუსმა დიპლომატებმა და საკონსულოების წარმომადგენლებმა რუსეთში გამგზავრება დაიწყეს. ამას განსაკუთრებით მოწმობს ის სირთულეები, რომლებიც წარმოიშვა საკონსულოსა და საელჩოში შეხვედრის დროს“, - უყვება წყარო სააგენტოს.
გარდა ამისა, წყარო ამბობს, რომ დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის მიერ ოფიციალურად გამოცხადებული ევაკუაციის ფონზე, რუსეთის ნაბიჯი მიგვითითებს, რომ „მოსკოვმა გადაწყვიტა იგივე გზით წავიდეს“.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში მცხოვრებ ამერიკელ მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიის დასატოვებლად 48 საათი მისცა. გარდა შტატებისა, საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, იაპონია, სამხრეთ კორეა, დანია, ისრაელი, ესტონეთი და ნორვეგია მოუწოდებენ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press