12 თებერვალს, კურილის კუნძულების რაიონში, აშშ-ს საზღვაო ძალების ვირჯინიის კლასის წყალქვეშა ნავი შენიშნეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა საერთაშორისო სამართლის ნორმები უხეშად დაარღვია და რუსეთის ფედერაციის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნა.
ამერიკის შეერთებული შტატები ბრალდებას უარყოფს. პენტაგონის წარმომადგენლის, კაპიტანი კაილ რაისის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ გაგზავნილი ნოტა სიმართლეს არ შეესაბამება.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები საერთაშორისო წყლებში, უსაფრთხოდ მოქმედებს.
აშშ-ს მხრიდან, ტერიტორიების დარღვევის გარეშე, სხვა ქვეყნების სამხედრო წვერთნებზე დაკვირვება ჩვეული პრაქტიკაა. ამ დროისთვის, კურილის კუნძულებთან, რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press