„საქართველოში დატრიალებულ ამბებამდე, სინამდვილეში არავის სჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა“, - ამის შესახებ ლიეტუვას პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ამბიციები "საბჭოთა კავშირი 2“-ის აღდგენისკენაა მიმართული.
„10-12 წლის წინ საქართველოში დატრიალებულ ამბებამდე, სინამდვილეში არავის სჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო დღისით, მზისით სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა. ჩვენ ყველა პარტნიორს ვაფრთხილებდით. ნახეთ, ეს სერიოზული ცვლილებებია-თქო. შეიძლება ასე იყო ყოველთვის, უბრალოდ ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილი, თუ როგორ ხედავდა კრემლი მსოფლიოს. ასეთია მათი ამბიცია - მე ამას ვუწოდებ "საბჭოთა კავშირი 2“-ის აღდგენისკენ მიმართულ ამბიციებს. ზოგიერთმა ანალიტიკოსმა შესაძლოა, თქვას, რომ ეს უფრო რუსეთის იმპერიალიზმისკენ მიმართული ამბიციებია. ეს ამბიციები რეალურია და შესაძლოა მსგავსი რამ დღისით, მზისით მოხდეს. ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ამის აღქმა დაიწყო ყირიმის ანექსიის შემდეგ, რომელსაც მნიშვნელოვანი გარდატეხა მოჰყვა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბევრი შესაძლოა, შექმნილ ვითარებას ჯერ კიდევ ბლეფად აღიქვამდეს“, - აღნიშნა ინგრიდა შიმონიტემ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press