Foto

13 თებერვლის მონაცემებით, „ბუსტერ“ დოზით, სულ 195 637 ადამიანია აცრილი

13 თებერვლის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 774 755 აცრა. „ბუსტერ“ დოზით კი, აცრილია 195 637 ადამიანი. ამბის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იუწყება.

მათივე ცნობით, მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 343 219 ადამიანი, 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 46.7%;
სრულად ვაქცინირებულია 1 233 366 ადამიანი , 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 42.9%;
12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 987 (2.25%) სრულად აცრილია - 2 972(1.68%);
16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 482 (15.39%) სრულად აცრილია- 10 961 (13.52%);
12 თებერვალს ჩატარდა 2 089 აცრა.