Foto

კანადის პრემიერის განცხადებით, რუსეთის მხრიდან უკრაინაში ნებისმიერ სამხედრო შეჭრას სერიოზული შედეგები მოჰყვება

კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კანადის პრემიერის ოფისი იუწყება.

დიალოგი რუსეთ-უკრაინას შორის არსებულ მდგომარეობას უკავშირდებოდა.

განცხადების მიხედვით, ჯასტინ ტრუდომ კანადის მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობას მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ უკრაინაში, ნებისმიერ სამხედრო შეჭრას სერიოზული შედეგები და კოორდინირებული სანქციები მოჰყვებოდა.

„პრემიერმინისტრმა და პრეზიდენტმა უკრაინის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის შესახებ საერთო შეშფოთება განიხილეს. ასევე, რუსეთის მიმდინარე აგრესია და დესტაბილიზაციის გამომწვევი მოქმედებები. პრემიერმინისტრმა ტრუდომ დაადასტურა კანადის მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერ შემდგომ სამხედრო შეჭრას უკრაინაში სერიოზული შედეგები, მათ შორის კოორდინირებული სანქციები მოჰყვება“, - აღნიშნულია განცხადებაში.