Foto

უკრაინელი დეპუტატი - სავარაუდოდ, ხვალიდან უკრაინის თავზე, საჰაერო მიმოსვლა შეწყდება

„სავარაუდოდ, ხვალიდან უკრაინის თავზე, საჰაერო მიმოსვლა შეწყდება“, - ამის შესახებ  უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა, პარტია „ევროპული სოლიდარობის“ წევრმა, ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ფრენების შეწყვეტის პერიოდი, სავარაუდოდ, კიევის დროით, 16:00 საათიდან იქნება.

„სავარაუდოდ, ხვალიდან, კიევის დროით 16:00-იდან უკრაინის თავზე საჰაერო მიმოსვლა შეწყდება. ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბრიტანული სადაზღვევო კომპანიამ უკვე გაავრცელა შეტყობინება, რომ ხვალიდან ლონდონის დროით 14:00-იდან წყდება სამოქალაქო თვითმფრინავების დაზღვევა, რომლებიც უკრაინის საჰაერო სივრცეში იმყოფებიან. თვითმფრინავების მფლობელები, რომლებიც ლიზინგში არიან, უკვე უკრძალავენ თავის თვითმფრინავებს უკრაინის საჰაერო სივრცეში ფრენას. ამ მომენტისთვის KLM-მა გააუქმა თავისი რეისები, Sky Up-ი უკვე სვამს ფუნშალიდან რეისს კიშინიოვში. დღეს გაჩნდება აკრძალვა Air France-ისგან“, - წერს ალექსეი გონჩარენკო „ტელეგრამ“-ზე.