„ამ სარჩელს პერსპექტივა არ აქვს. მისი შეტანა ყველას შეუძლია, მაგრამ ეს ბუნებრივია, ვერ განაპირობებს პარლამენტის დღის წესრიგს“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯოდმარე, ირაკლი კობახიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას სარჩელს.
მისი თქმით, სარჩელი როდის განიხილება ეს არავინ იცის, თუმცა კანონის ვადების თანახმად, პირველ მარტამდე, ორივე სამსახური ამოქმედებული უნდა იყოს.
„სარჩელის შეტანა ყველას შეუძლია, მაგრამ ეს ბუნებრივია, ვერ განაპირობებს პარლამენტის დღის წესრიგს. პარლამენტს აქვს თავისი დღის წესრიგი, რომლითაც ამ კვირაში უკვე განიხილება ეს საკითხი როგორც კომიტეტის სხდომებზე, ასევე პლენარულ სხდომაზე. სარჩელი როდის განიხილება ეს არავინ იცის. პარლამენტს აქვს მისაღები გადაწყვეტილება. კანონის თანახმად, პირველ მარტს უკვე უნდა ამოქმედდეს ორივე სამსახური. ამ სარჩელს პერსპექტივა არ აქვს კონკრეტული სამართლებრივი მიზეზების გამო, თუმცა ვიმეორებ, ჩვენ უნდა მივყვეთ კანონის ვადებს. ვადების თანახმად, პირველ მარტამდე უნდა იყოს ორივე სამსახური ამოქმედებული“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press