უნგრეთის პრემიეერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირისგან უნგრეთის მიმართ ტოლერანტობა მოითხოვა და პირველად მიანიშნა, რომ სხვა შემთხვევაში, „საერთო გზით სიარული“ შეუძლებელი გახდებოდა.
მისი განცხადებით, მიუხედავად კულტურული გაუცხოების ზრდისა, უნგრეთს ევროკავშირთან ერთიანობა სურს.
ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით, ბუდაპეშტს ტოლერანტულობის შეთავაზება როგორც ბრიუსელის, ისე ბერლინისადმი არაერთხელ გაუკეთებია.
„სხვა გადაწყვეტილება არ არსებობს, მხოლოდ არის ტოლერანტობა. ეს არის ერთადერთი საშუალება, რითიც საერთო გზის პოვნას შევძლებთ“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.
ამბის შესახებ ინფორმაციას The Gazette იუწყება.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press