მსოფლიოს არაერთი ქვეყანა თავის მოქალაქეებს, უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს.
მიზეზად რუსეთ-უკრაინას შორის არსებული დაძაბულობა და რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის საშიშროება სახელდება.
მსგავს სახელმწიფოებს შორის არიან: ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ირლანდია, შვედეთი, ნიდერლანდები, იტალია, ავსტრალია, იორდანია, ქუვეითი და ერაყი.
აღნიშნულთან დაკავშირებით კი, საუდის არაბეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, ლიეტუვა, ჩინეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები თავის მოქალაქეებს მეტი ყურადღებისა და უკრაინაში მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.
ცნობისთვის, უკრაინის დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს განცხადებით, სავარაუდოდ 14 თებერვლიდან, უკრაინის თავზე საჰაერო მიმოსვლა შეწყდება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press