ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ რუსეთი შესაძლოა ნებისმიერ დროს შეიჭრას უკრაინაში და იმის შესაძლებლობას არ მისცემენ რომ მოულოდნელი თავდასხმისას ბრალი უკრაინას ამ მსოფლიოს დასდოს.
მისი თქმით, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალის ზრდა აშკარას ხდის მასშტაბური სამხედრო მოქმედებების დაწყების შესაძლებლობას უახლოეს ხანში, მათ შორის 20 თებერვლამდე, ოლიმპიადის დასრულებამდე.
"ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად ვიწინასწარმეტყველოთ დღე, თუმცა ვამბობთ, რომ რუსეთი შეიძლება ნებისმიერ დროს შეიჭრას უკრაინაში, მათ შორის მომავალ კვირაშიც, ოლიმპიადის დასრულებამდე.
ჩვენი თვალსაზრისი იმაში მდგომარეობს, რომ არ ვაპირებთ რუსეთს მივცეთ შესაძლებლობა, რომ მოაწყოს სიურპრიზი და ბრალი დასდოს უკრაინას ან მსოფლიოს. ამიტომ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ამ ინფორმაციას ფართოდ ვავრცელებთ. ", - განაცხადა სალივანმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press