Foto

ნიკოლოზ ბასილაშვილი გარიგებულ მატჩში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი, მას დისკვალიფიკაცია ემუქრება

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი გარიგებულ მატჩში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ინფორმაციას ATP ანტიკორუფციული ოფისი (ITIA) ავრცელებს. 

მათივე ცნობით, გამოძიება რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს და მალე უნდა დასრულდეს.
ორგანიზაცია 2016 წელს სავარაუდო გარიგებაზე მუშაობს და თუ ეჭვები დადასტურდება, ჩოგბურთელს დროებითი ან უვადო დისკვალიფიკაცია ემუქრება.

მსოფლიოს ამჟამინდელ 21-ე ჩოგანს პროფესიონალურ დონეზე ხუთი ტიტული აქვს (ჰამბურგი 2018 და 2019, პეკინი 2018 და მიუნხენი და დოჰა 2021 წელს) და სამი წაგებული ფინალი (კიცბუჰელი 2016, მემფისი 2017 და ინდიან უელსი 2021).