Foto

უკრაინა ფრენების უსაფრთხოების გარანტიისთვის 420 მილიონ ფუნტს გამჰოყფს

რუსეთ-უკრაინას შორის არსებული დაძაბულობის პარალელურად, უკრაინის ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ ავიაკომპანიებს დაფინანსებას უზრდის. აღნიშნულის მიზეზად უკრაინის საჰაერო სივრცის ღიად დარჩენა სახელდება, რათა ტერიტორია კომერციული ფრენებისთვის აქტიური დარჩეს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ 420 მილიონი ფუნტი გამოყო.

„ეს გადაწყვეტილება სამგზავრო საჰაერო ტრანსპორტირების ბაზარზე არსებულ ამჟამინდელ მდგომარეობას დაასტაბილურებს და უცხო ქვეყანაში მყოფი უკრაინის მოქალაქეების შინ დაბრუნების გარანტიას მოგვცემს“, - აღნიშნა დენის შმიგალმა.

უკრაინის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მას შემდეგ მოხდა, რაც დასავლურმა ავიაკომპანიებმა ქვეყანაში მუშაობაზე, დროებით უარი განაცხადეს. ამბის შესახებ ინფორმაციას BBC News იუწყება.