რუსეთის „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერს, ვლადიმერ ჟირინოვსკის თავის ტვინის ანთება განუვითარდა. პოლიტიკოსი საავადმყოფოში 2 თებერვალს გადაიყვანეს.
ვლადიმერ ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურად მძიმეა. იგი ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყოფება.
უკანასკნელი ცნობებით, მას ოქსიგენოთერაპია უტარდება და ჟანგბადი მაღალი დინების ვენტილატორის გამოყენებით მიეწოდება. ამბის შესახებ ინფორმაციას Lenta ავრცელებს.
განიცემის ცნობით, რუსი პოლიტიკოსის ჯანმრთელობა კორონავირუსის ახალი შტამით, „ომიკრონით“ ინფიცირების შედეგად გაუარესდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, РИА Новости იუწყება, რომ გავრცელებული ამბავი სიცრუეა და ვლადიმერ ჟირინოვსკის „ლიბერალ-დემოკრატიული პარტია“ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისათვის, მედიის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press