უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა თუ ზოგიერთი დასავლელი ლიდერის სკეპტიციზმისა, უკრაინა NATO-ში გაწევრიანების გზას არ გადაუხვევს.
აღნიშნული განცხადებით, ვლადიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში მყოფი უკრაინის ელჩის ნათქვამს გამოეხმაურა, რომლის სიტყვითაც, უკრაინა NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მზადაა „მოქნილი“ პოლიტიკა გაატაროს.
„ბევრი ჟურნალისტი და ლიდერი მინიშნებებს აკეთებს, თითქოს შესაძლებელია, უკრაინამ არ გარისკოს და ალიანსში სამომავლოდ გაწევრიანების საკითხი აღარ განიხილოს. ეს რისკი კი, მათთვის რუსეთის რეაქციასთანაა ასოცირებული. მე მჯერა, რომ ჩვენ NATO-ში გაწევრიანების არჩეული გზა უნდა გავაგრძელოთ“, - აღნიშნა ვლადიმირ ზელენსკიმ.
ამბავს BBC News ავრცელებს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press