უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენთან დაკავშირებით, გერმანიასა და უკრაინას განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა კომენტარი.
მისივე თქმით, ენერგო სფეროში გარანტიების შემუშავებისთვის აუცილებელია სტრატეგიული დიალოგი.
„დღეს ხაზი გავუსვი, რომ ჩრდილოეთ ნაკად-2-ს ჩვენთვის და რეგიონისთვის მხოლოდ ენერგეტიკული საფრთხეებისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხეების ჭრილში განვიხილავთ. ჩვენ ნათლად გვესმის, რომ ეს გეოპოლიტიკური იარაღია. ამიტომ, სჭირდება უკრაინას გარანტიები ენერგო სფეროში“, – თქვა ზელენსკიმ.
ამბავს BBC News იუწყება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press