Foto

ჩეჩნეთის ლიდერი ზელენსკის - კლოუნადის დრო სრულედება, მოსალოდნელი შედეგების ასაცილებლად ვალდებულებები უნდა შესრულდეს

,,კლოუნადის დრო დასასრულს მიუახლოვდა, შეასრულე ვალდებულებები მოსალოდნელი შედეგების ასაცილებლად”, - ასე მიმართავს ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი უკრაინის პრეზიდენტს, პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის.
მისივე განცხადებით, მშვიდობის დასამყარებლად, როგორც პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკის ყველაფერი უნდა იღონოს.

“კლოუნადის დრო დასასრულს მიუახლოვდა. დადგა დრო, შესრულდეს საკუთარი ხალხის წინაშე აღებული ვალდებულებები მოსალოდნელი შედეგების თავიდან ასაცილებლად. თქვენ როგორც კონსტიტუციისა და საკუთარი ხალხისა და ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი, უბრალოდ, ვალდებული ხართ, გააკეთოთ ყველაფერი, რაც თქვენზეა დამოკიდებული მშვიდობის დასამყარებლად“, - წერს „ტელეგრამ“-ზე რამზან კადიროვი.