უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 თებერვალი ერთიანობის დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ მან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა:
მისივე თქმით, უკრაინა ერთიანია და ბრძოლისთვის მზად არის.
"ჩვენ გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი თავდასხმის დღე იქნება. ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ. შესაბამისი განკარგულება უკვე ხელმოწერილია. ამ დღეს გამოვფენთ ეროვნულ დროშებს, გავიკეთებთ ლურჯ-ყვითელ ლენტებს და მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ ჩვენს ერთიანობას. ჩვენ გვსურს თავისუფლება და მზად ვართ, ამისთვის ვიბრძოლოთ!..
ჩვენ გვყავს მშვენიერი არმია, ჩვენს ბიჭებს აქვთ უნიკალური საბრძოლო გამოცდილება და თანამედროვე იარაღი, ეს უკვე ბევრად ძლიერი არმიაა, ვიდრე რვა წლის წინ იყო." - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press