უკრაინის რადამ მსოფლიოს მოუწოდა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობა არ აღიარონ. აღნიშნულთან დაკავშირებით, გადაწვეტილება რადას წევრებმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღეს.
რადას მიმართვას 331-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რომლებმაც გაერო-ს, ევროკომისიას, ეუთო-ს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეებს და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებს მოუწოდეს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების აღიარება არ დაუშვან. უკრაინული პარლამენტის წევრები საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მოუწოდებენ, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში დაადასტურონ და დაგმონ რუსეთის ის ქმედებები, რომლებიც მსოფლიოში და უკრაინაში ვითარების გაუარესებისკენაა მიმართული. აღნიშნულის შესახებ UkrinForm იუწყება.
ისინი რუსეთის გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრად ყოფნის საკითხის განხილვასა და უკრაინის საზღვრებთან ესკალაციის თემის დღის წესრიგში დაყენებასაც ითხოვენ, რათა გაერო-მ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართოს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press