„საქართველოსა და უკრაინაში, დასავლეთს ყველანაირად სურდა გარე მმართველობა დაემყარებინა, რაც შეძლეს კიდეც. ამის ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ ეს ქვეყნები რუსეთისგან მოეწყვიტათ და NATO-ს გავლენის სფეროში მოექციათ“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისი თქმით, 2008 წელს, როცა ბუქარესტში, NATO-ს სამიტზე ითქვა, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსში შევიდოდნენ, ამან საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „გააგიჟა“.
„მთავარი მიზეზი არის ის, რომ ამ ქვეყნების (საქართველოსა და უკრაინის) მთავრობებმა უუნარობა გამოიჩინეს იმ პირობებში, როცა დასავლეთს ყველანაირად სურდა გარე მმართველობა დაემყარებინა, რაც შეძლეს კიდეც. ამის ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ ისინი რუსეთისგან მოეწყვიტათ, რათა მოექციათ NATO-ს გავლენის სფეროში, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება განუყოფელი უსაფრთხოების პრინციპს, რადგან გავლენის სფეროებზე უარის თქმა, მისი ერთ-ერთი კომპონენტია. 2008 წელს, როცა ბუქარესტში, NATO-ს სამიტზე წარმოთქვეს ეს „შელოცვა“, რომ საქართველო და უკრაინა NATO-ში შევლენ, ამან ბატონი მიხეილ სააკაშვილი გააგიჟა“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press