Foto

კვლევა - ქართულ საზოგადოებაში, LGBT+ თემის მიმართ ახლა უფრო პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ, ვიდრე აქამდე

ევროპის საბჭოს ოფისის კვლევის თანახმად, საქართველოში, მოქალაქეებს LGBT+ თემის მიმართ უფრო მეტად პოზიტიური განწყობა აქვთ, ვიდრე აქამდე. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული კვლევა 2018-2021 წლებს მოიცავს, რომლის მიხედვითაც ქართულ საზოგადოებაში, ამ დროის პერიოდში, 33%-დან 47%-მდე გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც LGBT თემის უფლებების დაცვას მნიშვნელოვნად აღიქვამენ.

მიუხედავად ამისა, გამოიკვეთა, რომ კანონებისა და სამართლებრივი რეაგირების მექანიზმების შესახებ ინფორმირებულობის დონე, ქართულ საზოგადოებაში, კვლავ უცვლელია.

ასევე, 44%-დან 29%-მდე შემცირდა იმ ადამიანთა რაოდენობაც, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ LGBT+ უფლებების დაცვა უმნიშვნელო იყო.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საზოგადოებას ახლა უფრო დადებითი დამოკიდებულება აქვს, როგორც ზოგადად, მრავალფეროვნების, ასევე, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების მიმართ. 2018-დან 2021 წლამდე გაზრდილია. ზოგადად მრავალფეროვნების მიმართ დადებითი დამოკიდებულება კი, 56-დან 70% გაიზარდა.

„მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დამოკიდებულება მრავალფეროვნების მიმართ სულ უფრო პოზიტიური ხდება, დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოს კანონმდებლობის ინფორმირებულობის კუთხით მცირე თუ რაიმე ცვლილება შეინიშნება. ასევე, უცვლელი რჩება რეაგირების მექანიზმებისა და მათი ეფექტიანობის შესახებ ინფორმირებულობა და შეხედულებები“, - აღნიშნულია კვლევაში.