ბელგიაში ახალი რეფორმა წამოაყენეს, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში, დასაქმებულები ოთხდღიან სამუშაო გრაფიკს სურვილისამებრ აირჩევენ.
ამასთან ერთად, დასაქმებულებს შეეძლებათ, სამუშაო საათების გასვლის შემდეგ, უფროსების შეტყობინებებს სამსახურთან დაკავშირებით, არ უპასუხონ.
რეფორმები ძალაში, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში შევა, რითიც დასაქმებულთა უფლებები კონსტიტუციით უფრო მეტად დაცული იქნება.
„ორი რთული წელი გავიარეთ. ამ შეთანხმებით, შუქს ავუნთებთ ქვეყნის ეკონომიკას, რომელიც ახლა უფრო მეტად ინოვაციური, მდგრადი და ციფრულია. რეფორმის მიზანი მოქალაქეებისა და ბიზნესის გაძლიერებაა“, - ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კრომ განაცხადა.
ამბავს EuroNews იუწყება.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press