Foto

უკრაინის 3 პრეზიდენტი ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმომწერ ქვეყნებს დადებული პირობის შესრულებისკენ მოუწოდებს

„ძალა არა მხოლოდ იმაშია, რომ დაემუქროს მათ, ვინც უფრო სუსტია, არამედ საკუთარი სიტყვის შესრულების უნარშიც. ასე რომ, დაამტკიცე შენი ნამდვილი ძალა. მართლა დაეხმარე მათ, ვინც ოდესღაც დაგიჯერა“, - აღნიშნულია მიმართვაში, რომელიც უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ლეონიდ კრავჩუკიმ, ლეონიდ კუჩმა და ვიქტორ იუშჩენკომ ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმომწერ ქვეყნებს ერთობლივად გაუგზავნეს.

მათი განცხაებით, მნიშვნელოვანია მემორანდუმის ხელმომწერმა ქვეყნებმა გააცნობიორონ, რომ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხი საფრთხეშია და აიღონ პასუხისმგებლობა, ბუდაპეშტში დადებულ პირობაზე.

„რა გვესმის ამგვარ ქმედებებზე შეთანხმების მხარეთაგან? მხოლოდ მოწოდებები მათმა მოქალაქეებმა და დიპლომატებმა რაც შეიძლება მალე დატოვონ უკრაინა, მხოლოდ შემზარავი გაფრთხილებები შემოჭრის შესახებ, თუ დღეს არა, ხვალ, რამაც უზარმაზარი ზიანი მიაყენა ჩვენს ეკონომიკას და დათესა პანიკა მოსახლეობაში. მხოლოდ მკაცრი გაფრთხილება აგრესორს, რომ ის გადაიხდის გარკვეულ "საფასურს"(რომელიც, არ მოიცავს Nord Stream 2-ს და SWIFT-ს). ეს ყველაფერია? ჩვენ გვჯეროდა მაშინ, თუმცა იმავე 1994 წელს ბუდაპეშტის მემორანდუმის ერთ-ერთმა ხელმომწერმა პირად საუბარში სამწუხაროდ გააფრთხილა - „თქვენ მოტყუებული ხართ“. დღეს არის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ჯერ კიდევ შესაძლებელია დაამტკიცოთ, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი არ იყო მხოლოდ ტყუილი. ძლიერს შეუძლია იყოს პატიოსანი და მამაცი. ძალა არა მხოლოდ იმაშია, რომ დაემუქროს მათ, ვინც უფრო სუსტია, არამედ საკუთარი სიტყვის შესრულების უნარშიც. ასე რომ, დაამტკიცე შენი ნამდვილი ძალა. მართლა დაეხმარე მათ, ვინც ოდესღაც დაგიჯერა. საბოლოოდ გადადგით ის ნაბიჯები, რომლებიც აგრესორს შეაჩერებს და არ გააძლიერებს მის დაუსჯელობის რწმენას. თქვით სიტყვები, რომლებიც მას დააფიქრებს... მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების მომავალი საფრთხეშია. გააცნობიერეთ ეს. ძალაა აიღო პასუხისმგებლობა და გაბედო“, - აღნიშნულია მიმართვაში.