„ევროკავშირი კატეგორიულად გმობს რუსეთის სათათბიროს მიმართვას პუტინისადმი, აღიაროს დონეცკი და ლუგანსკი, რაც მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევა იქნება“, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
იგი რუსეთს მოუწოდებს, რომ შეასრულოს თავისი ვალდებულებები და კეთილსინდისიერად ჩაერთოს ნორმანდიულ ფორმატსა და სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში.
„ევროკავშირი კატეგორიულად გმობს რუსეთის სათათბიროს გადაწყვეტილებას, მიმართოს პრეზიდენტ პუტინს, აღიაროს დამოუკიდებელ სუბიექტებად უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის მხარეები, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. ეს აღიარება მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევა იქნება. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები და კეთილსინდისიერად ჩაერთოს ნორმანდიულ ფორმატსა და სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში“, - წერს ჯოზეფ ბორელი „ტვიტერ“-ში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press