ვროკავშირში რუსეთის ელჩმა, ვლადიმერ ჩიჟოვმა უარყო ვარაუდები, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას აპირებს. აღნიშნულის შესახებ მან გერმანულ ტელეარხ WELT-თან ინტერვიუში განაცხადა.
„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ ოთხშაბათს თავდასხმა არ იქნება. არ იქნება ესკალაცია არც მომდევნო კვირაში, არც იმის შემდეგში და არც მომავალ თვეში. ევროპაში ომები იშვიათად იწყება ოთხშაბათს“, - განაცხადა ელჩმა.
ცნობისთვის, The New York Times-ი აშშ-ის დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ მოსკოვი მიმდინარე კვირის ოთხშაბათს, 16 თებერვალს უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყების თარიღად განიხილავდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press