რუსთავის საზოგადოებამ კარგად იცის რა არის თაღლითობა და რატომ არ შეიძლება ასეთი განაჩენის მქონე ადამიანი პარლამენტში იმყოფებოდეს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, რუსთავის შუალედური არჩევნების გზით ჯაფარიძის პარლამენტში დაბრუნება არ მოხდება.
„სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ ადგილი ჰქონდა თაღლითობას. ბადრი ჯაფარიძე თაღლითობაშია ბრალდებული, რაც ფაქტებით დადასტურდა. მისი და მისი მეგობრების მხრიდან განმარტება ან დასტური, რომ გამართლება აქვს ამხელა თანხის გამოტანას და გაქრობას, ვერ მოვისმინეთ. არც რუსთავის საზოგადოებაა ამ საკითხებში გაურკვეველი. ვფიქრობ, რომ ბადრი ჯაფარიძის ამ გზით დაბრუნება პარლამენტში არ შედგება“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის პარლამენტმა , ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება გუშინ შეუწყვიტა. უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი ჯაფარიძისთვის სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გახდა. მანდატის შეწყვეტის შემდეგ „ლელოში“ განაცხადეს, რომ ბადრი ჯაფარიძეს შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგენენ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press