Foto

იენს სტოლტენბერგი - რუსეთის ძალების არანაირი გასვლა არ გვინახავს, პირიქით მათ სამხედროების რიცხვი გაზარდეს

„რუსეთის ძალების არანაირი გასვლა არ გვინახავს. მათ სამხედროების რიცხვი გაზარდეს და კიდევ უფრო მეტი ჯარისკაციც გზაშია“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალებისა და ტანკების გადაადგილების დანახვა არ ადასტურებს იმას, რომ რუსეთს უკრაინის საზღვრებიდან რეალურად გაჰყავთ ისინი.

„რუსეთის ძალების არანაირი გასვლა არ გვინახავს. და რა თქმა უნდა, ეს წინააღმდეგობაში მოდის დიპლომატიური მცდელობის მესიჯებთან. ვხედავთ, რომ მათ სამხედროების რიცხვი გაზარდეს და კიდევ უფრო მეტი ჯარისკაციც გზაშია. ჯერჯერობით, დეესკალაცია არაა. თუ ისინი მართლა დაიწყებენ ჯარების გაყვანას, ეს ისაა, რასაც მივესალმებით. მათ ძალები მუდამ გადაჰყავდათ წინ და უკან, მხოლოდ ძალების, ტანკების გადაადგილების დანახვა არ ადასტურებს მათ რეალურად გაყვანას“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.