Foto

უკრაინის ვიცეპრემიერი - გუშინდელი კიბერშეტევა ყველაზე მასშტაბური იყო უკრაინის ისტორიაში

„გუშინდელი კიბერშეტევა ყველაზე მასშტაბური იყო უკრაინის ისტორიაში“, - ამის შესახებ უკრაინის ვიცეპრემიერმა, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს შეტევა წინასწარ მომზადებული იყო და მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციასა და პანიკის დათესვას.

„გუშინდელი კიბერშეტევა სახელმწიფო ბანკებსა და ვებგვერდებზე ყველაზე მასშტაბური იყო უკრაინის ისტორიაში. ეს თავდასხმები რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრა.. მართლაც, ეს შეტევა უპრეცედენტოა, გასაგებია, რომ წინასწარ იყო მომზადებული და მთავარი მიზანი დესტაბილიზაცია, პანიკის დათესვა იყო, რომ გარკვეული ქაოსი დაწყებულიყო ქვეყანაში“, - განაცხადა მიხაილ ფედოროვმა.