„გუშინდელი კიბერშეტევა ყველაზე მასშტაბური იყო უკრაინის ისტორიაში“, - ამის შესახებ უკრაინის ვიცეპრემიერმა, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს შეტევა წინასწარ მომზადებული იყო და მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციასა და პანიკის დათესვას.
„გუშინდელი კიბერშეტევა სახელმწიფო ბანკებსა და ვებგვერდებზე ყველაზე მასშტაბური იყო უკრაინის ისტორიაში. ეს თავდასხმები რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრა.. მართლაც, ეს შეტევა უპრეცედენტოა, გასაგებია, რომ წინასწარ იყო მომზადებული და მთავარი მიზანი დესტაბილიზაცია, პანიკის დათესვა იყო, რომ გარკვეული ქაოსი დაწყებულიყო ქვეყანაში“, - განაცხადა მიხაილ ფედოროვმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press