„უკრაინის მთელი კრიზისიდან, უკრაინა გამბედაობისა და ერთიანობის, მთელი მსოფლიოს მხარდაჭერის შედეგად, უფრო წელგამართული და გამარჯვებული გამოდის, ვიდრე ოდესმე საუკუნეების განმავლობაში“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. ექსპრეზიდენტის თქმით, თუ საქართველოს მშვიდობა და უსაფრთხოება სურს, მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთთან ვიყოთ. „უკრაინის მთელი კრიზისიდან, უკრაინა გამბედაობისა და ერთიანობის, მთელი მსოფლიოს მხარდაჭერის შედეგად, უფრო წელგამართული და გამარჯვებული გამოდის, ვიდრე ოდესმე საუკუნეების განმავლობაში. როგორც უკრაინის მოქალაქე, მე ამით ვამაყობ. საქართველო თავისი კოლაბორაციონისტი, მხდალი ოლიგარქის წყალობით, დარჩა უფრო იზოლირებული და უფრო დაუცველი, ყველაზე ნაკლები რეპუტაციით ბოლო 30 წლის განმავლობაში. როგორც ქართველს, მე ამაზე გული შემტკივა და ვიცი, რომ ყველამ ხელი უნდა გავანძრიოთ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო დავიწყების ორმოდან ამოსათრევად. თუ გვინდა მშვიდობა და უსაფრთხოება, უნდა ვიყოთ დასავლეთთან!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press