„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ რუსთავში მხარს ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერს.
მისი თქმით, „ენმ“ რუსთავში თავის კანდიდატს არ წარადგენს.
ხატია დეკანოიძემ აღნიშნა ისიც, რომ ბადრი ჯაფარიძესათვის მანდატის ჩამორთმევა კი ქურდობის ტოლფასი იყო, რათა ოპოზიცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ძლიერად წარმოდგენილი არ იყოს.
„ამიტომ ბრძოლის ეს ფაზა, რომელიც არის საკმაოდ რთული, მათ შორის შუალედური არჩევნები თავისი ხასიათიდან გამომდინარე, არის ძალიან პრინციპული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ბატონი ბადრის მხრიდან. ეს უნდა იყოს საერთო პლატფორმა, ვიზიარებთ იმას, რომ ეს უნდა იყოს ერთიანი ძალისხმევა. იქნება რთული ბრძოლა, ვინაიდან ნამდვილად, ხელისუფლება მთელი რესურსის მობილიზებას შეეცდება, მაგრამ ნამდვილად დასაფასებელია ბატონი ბადრის ეს გადაწყვეტილება, ამიტომ ერთობლივი ძალისხმევით გავაკეთებთ მაქსიმალურს“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press