„ბადრი ჯაფარიძეს დაჩქარებულად მოუხსნეს დეპუტატის სტატუსი, ვინაიდან ის იყო ის 50-ე და გადამწყვეტი ხმა, რომელიც საჭირო იყო ჩემი წამების კომისიის შესაქმნელად“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ქაართულ საზოგადოებას ახსოვდეს, რომ არსად არავის მსოფლიოში, არ დაუმარცხებია მაფიოზური რეჟიმები ხალხის ერთიანობის გარეშე.
„ბადრი ჯაფარიძეს დაჩქარებულად მოუხსნეს დეპუტატის სტატუსი, ვინაიდან ის იყო ის 50-ე და გადამწყვეტი ხმა, რომელიც საჭირო იყო ჩემი წამების კომისიის შესაქმნელად. ამიტომ, მე მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. მაგრამ ჩემს სუბიექტურ დამოკიდებულებაზე ბევრად მაღლა დგას ყველა ნამდვილი ოპოზიციური ჯგუფის ერთიანობის იდეა. არსად არავის მსოფლიოში არ დაუმარცხებია მაფიოზური რეჟიმები ყველას ერთიანობის გარეშე. ამიტომ, მინდა მოვუწოდო ყველას, მხარი დაუჭიროს ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას რუსთავში. ოღონდ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ბათუმშიც და რუსთავშიც გამარჯვება ვერ მიიღწევა, თუ მანამდე ქვეყანაში არ იქნება დიდი ტალღა სიღატაკის, ძარცვის, უსამართლობის, დაცინვის წინააღმდეგ და ეს ტალღა იქნება აუცილებლად უმოკლეს ხანში!“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press