უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული რუსულ ძალებს, ბოლო დღეებში, დაახლოებით 7 000 ჯარისკაცი დაემატა, - მედიის ცნობით, ამის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განაცხადა.
როგორც მაღალჩინოსანმა აღნიშნა, ჯარების ზრდა რუსეთის მტკიცებას მათი გაყვანის შესახებ „მცდარად“ აქცევს და გააფრთხილა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საჯაროდ დააფიქსიროს, რომ ღიაა დიპლომატიის მიმართ.
„ყოველი მითითება, რაც ახლა გვაქვს, არის ის, რომ ისინი მხოლოდ საჯაროდ სთავაზობენ საუბარს და დეესკალაციის შესახებ პრეტენზიებს, მაშინ როცა კერძო მობილიზება ხდება ომისთვის“, - განაცხადა მაღალჩინოსანმა.
ამასთანავე, მაღალჩინოსანმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმის საბაბად, შესაძლოა მედიისგან ცრუ ინფორმაციის გავრცელება გამოიყენოს.
„ჩვენ უნდა ველოდოთ უფრო მეტ ცრუ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედიისგან, უახლოეს დღეებში. ჩვენ არ ვიცით, რა ფორმის იქნება ცრუ საბაბი, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიო ამისთვის მზად არის“, - დასძინა მაღალჩინოსანმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press