გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, უკრაინის კრიზისი კიდევ თვეების განმავლობაში გააჭიანუროს.
„რუსეთმა უკრაინის კრიზისი, შესაძლოა, კვირების ან თვეების განმავლობაში გააჭიანუროს იმ მიზნით, რომ უკრაინა დაამხოს და დასავლურ ერთიანობას დაუპირისპირდეს“, - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ამასთანავე, ლიზ ტრასმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთის ჯარი უკრაინის საზღვრის ტერიტორიიდან გადის.
„არ უნდა მოგვადუნოს უსაფრთხოების ცრუ განცდამ რუსეთისგან იმის მტკიცებით, რომ ჯარის ნაწილი ყაზარმაში ბრუნდება, მაშინ, როცა რეალურად რუსული სამხედრო მობილიზების შემცირების ნიშნები არ ჩანს“, - დასძინა ლიზ ტრასმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press