„დასავლეთის თქმით, რუსეთი საზღვარზე უზარმაზარ დამრტყმელ პოტენციალს ინარჩუნებს, თუმცა უკრაინის უზარმაზარი შეიარაღებული ძალების დამრტყმელ პოტენციალზე არავინ არ საუბრობს“, - ამის შესახებ კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
კრემლის სპიკერი აცხადებს, რომ დონბასში უკრაინის პროვოკაციული ქმედებები გააქტიურდა, არსებული სიტუაცია კი, ძალიან სახიფათოა.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენ გვესმოდა ცნობები, რომ დასავლეთის თქმით, რუსეთი საზღვარზე უზარმაზარ დამრტყმელ პოტენციალს ინარჩუნებს, თუმცა საუბარია ჩვენს საკუთარ ტერიტორიაზე. თუმცა არავინ, არც ერთი დასავლეთის წარმომადგენელი არ საუბრობს გაყოფის ხაზთან უკრაინის შეიარაღებული ძალების უზარმაზარ დამრტყმელ პოტენციალზე. ხოლო პროვოკაციულ სიტუაციებთან ერთად, რომლებმაც მხოლოდ მოუხშირეს ბოლო 24 საათის ან მეტის განმავლობაში, ეს ძალიან, ძალიან საშიში სიტუაციაა“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press