„რუსეთი უკრაინაზე შეიარაღებული თავდასხმის საბაბის შექმნას ცდილობს“, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მან ასევე, რუსეთს მოუწოდა თავისი სიტყვებისამებრ იმოქმედოს და უკრაინის საზღვრიდან შეიარაღებული ძალები რეალურად გაიყანოს.
„შეშფოთებული ვართ, რომ რუსეთი უკრაინაზე შეიარაღებული თავდასხმის საბაბის შექმნას ცდილობს. ჯერ კიდევ არ არის ნათელი რას გეგმავს რუსეთი. მოვუწოდებთ რუსეთს, გააკეთოს ის რასაც ამბობს და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინის საზღვრიდან. ეს იქნება მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი პრობლემის პოლიტიკური გადაჭრისთვის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press