„რუსულმა ძალებმა უკრაინაში საბაბის შექმნის მიზნით, საბავშვო ბაღი ჭურვებით დაბომბეს“, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.
მისი სიტყვით, საშიშია ფაქტი, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი ქმედებები მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, შეიძლება გახშირდეს.
„ძალიან გვეშინია, რომ ეს არის ის, რასაც უფრო ხშირად, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ვიხილავთ. საბავშვო ბაღი ჭურვებით დაბომბეს, როგორც კარგად ვიცით, სხვა დროშის ქვეშ მოწყობილი ოპერაციის ფარგლებში, უკრაინის დისკრედიტაციის მიზნით, საბაბის შექმნის მიზნით, რათა შეექმნათ საბაბი, ყალბი პროვოკაცია რუსეთის ქმედებებისთვის“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press