„რუსეთი იძულებული იქნება, თუნდაც სამხედრო-ტექნიკური ხასიათის გზებითაც იმოქმედოს“, - ამის შესახებ რუსეთის მიერ შეერთებული შტატებისადმი გაგზავნილ „უსაფრთხოების გარანტიების“ პასუხში წერია.
დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულის მიზეზად კრემლი ასახელებს, რომ აშშ-მ რუსეთის მიერ მომზადებული „უსაფრთხოების გარანტიების“ შეთანხმების ძირეულ ელემენტებზე (2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უკან წაღებასთან დაკავშირებით), კონსტრუქციული პასუხი არ გასცა.
ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხში აღნიშნულია ისიც, რომ რუსეტის მხრიდან უკრაინაში შეჭრის გეგმა არც არსებობს და არც იგეგმება.
„ვაცხადებთ, რომ ამერიკულმა მხარემ არ გაგვცა კონსტრუქციული პასუხი რუსეთის მიერ მომზადებული აშშ-სთან უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმების ძირეულ ელემენტებზე. რადგან ამერიკისგან არაა მზაობა აშშ-სა და მისი მოკავშირეების მხრიდან ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველმყოფ, მყარ, იურიდიულად დამავალდებულებელ შეთანხმებაზე, რუსეთი იძულებული იქნება იმოქმედოს, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური ხასიათის გზების განხორციელებით“, - აღნიშნულია რუსეთის პასუხში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press