აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ისგან დარჩენილი რისკების მიუხედავად, დროა, აშშ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდე. ამის შესახებ მან სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ფაუჩის განცხადებით ქვეყანა რთული არჩევანის წინაშე დგას, როდესაც ცდილობს, დააბალანსოს მოქალაქეების ინფექციისგან დაცვის საჭიროება და პანდემიით გამოწვეული დაღლილობა.
„როიტერის“ ცნობით, პოზიტიური ტენდენციის მიუხედავად, აშშ-ში „კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ მაღალია, ქვეყანაში ყოველდღიურად 2 200-მდე ადამიანი იღუპება, რომელთა უმეტესობა არავაქცინირებულია.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press