გასული დღის განმავლობაში, 17 თებერვალს, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა 60-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აღმოსავლეთ უკრაინაში, გაერთიანებული ძალების ოპერაციის (JFO) რაიონში, მათ შორის 43 შემთხვევაში მინსკის ხელშეკრულებებით აკრძალული იარაღის გამოყენებით.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიჭრა, მეორე კი დაშავდა.
ასევე, რუსული საოკუპაციო ძალების მიერ დაბომბვის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა.
„მოწინააღმდეგის მოქმედების შედეგად გაერთიანებული ძალების ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, მეორე კი - დაშავდა. სამხედროები სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან. დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დაშავებულის კი - დამაკმაყოფილებელი.
რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ დაბომბვის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა. გუშინ ასევე მტრის დაბომბვამ დააზიანა საბავშვო ბაღის შენობა, ელექტროგადამცემი ხაზები, გაზსადენი და გაანადგურა ორი კერძო სახლი სტანიცა ლუგანსკაში. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სამმა თანამშრომელმა თავის ტვინის შერყევა მიიღო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ისტორიაში პირველად, ირანმა ისრაელის ტერიტორიაზე...
ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც ...
სტეფანაკერტში საჰაერო დაბომბვის სიგნალები გააქტ...
ამ დროისთვის პუტინის პრიორიტეტი ნახ...
"დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნები გაზრდი...
Mana press