რუსი ოპოზიციონერი, ანდრეი დავიდოვი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება „საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმით შესახებ“ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა.
ანდრეი დავიდოვი აცხადებს, რომ მას არანაირი კანონი არ დაურღვევია და მომხდარს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.
ოპოზიციონერი თვლის, რომ საქართველოს რუსეთმა მისთვის არასასურველი პირების სია გადასცა, რომლებსაც საქართველოს საზღვრის გადაკეთის უფლება არ უნდა მისცენ.
„ეს არის ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება. ვვარაუდობ, რომ მოსკოვმა წარმოადგინა იმ მოქალაქეების სიები, რომელთა საქართველოში ყოფნას არასასურველად თვლის და მათ მიღებას, არამეგობრულად“, - წერს ანდრეი დავიდოვი.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press